მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტარს შეხვდა და მასთან ენერგეტიკის სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა. შეხვედრა სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტის (INRES) ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკის, სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებებით. აღინიშნა, რომ ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც წარმატებით აისახება ენერგეტიკის სექტორში ელექტროენერგიის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის პროცესებში. ითქვა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატში, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა თურქეთის, როგორც საიმედო პარტნიორის როლს ენერგეტიკის სფეროში და აღნიშნა საქართველოს ინტერესი, რომ ქვეყანაში ჭარბი გენერაციის შემთხვევაში, ელექტროენერგიის ექსპორტი თურქულ ბაზარზე განხორციელდეს.

მინისტრმა თურქ კოლეგას საქართველოში ენერგეტიკის დარგის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია გააცნო, რომლის მიხედვითაც, 2036 წლისთვის ქვეყანა ენერგეტიკულად თვითკმარი უნდა გახდეს, ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ კი 11 500 მგვტ-ს უნდა მიაღწიოს. აღნიშნული სტრატეგია ასევე მოიცავს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის, ქვესადგურებისა და გადამცემი ხაზების მშენებლობასა და მოდერნიზაციას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ეს მასშტაბური ინიციატივა დამატებით გააძლიერებს როგორც საქართველოს საექსპორტო პოტენციალს, ისე მთლიანად რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და დაკავშირებადობას.

მსგავსი სიახლეები

მარიამ ქვრივიშვილი დიდი ჰესების დაფინანსების საკითხზე ADB-ის დელეგაციას შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი დიდი ჰესების დაფინანსების საკითხზე ADB-ის დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დელეგაციას შეხვდა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული მხარეებს შორის საუბარი ენერგეტიკის…
მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეთ ედვარდ უორდს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას…
მარიამ ქვრივიშვილი: ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-თან აღდგება და გადაიტვირთება

მარიამ ქვრივიშვილი: ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და…

ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი…